გაბრიელ გარსია მარკესი

87 წლის ასაკში გაბრიელ გარსია მარკესი გარდაიცვალა

EFE

ნობელის პრემიის ლაურეატი, კოლუმბიელი მწერალი გაბრიელ გარსია მარკესი 87 წლის ასაკში მექსიკაში გარდაიცვალა. 

მარკესი ერთ-ერთ საუკეთესო ესპანურენოვან მწერლად ითვლებოდა. ის 1927 წლის 6 მარტს არაკატაკაში, კოლუმბიაში დაიბადა. 1967 წელს მისი საყოველთაოდ ცნობილი ნოველა "მარტოობის ასი წელიწადი" 30 000 000 ეგზემპლარი გაიყიდა. ხოლო 1985 წელს მას უფრო მეტი გულშემატკივარი შესძინა წიგნმა "სიყვარული ქოლერის დროს".

მარკესი 1982 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.

მარკესი ფილტვების ინფექციის დიაგნოზით, ბოლო პერიოდში საავადმყოფოში იმყოფებოდა.

კომენტარები