რელიგია

ანტიოქიის ეკლესიამ იერუსალიმის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა

ანტიოქიის პატრიარქი იოანე მეათე
antiochpatriarchate.org

ანტიოქიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, დროში გაწელილი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ყატარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე საეკლესიო იურისდიქციის კუთვნილების პრობლემას ეხებოდა, იერუსალიმის საპატრიარქოსთან სრულად გაწყვიტა ევქარისტიული და კანონიკური ურთიერთობა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ანტიოქიის წმინდა სინოდმა ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო, რომელსაც ანტიოქიელი პატრიარქი თავმჯდომარეობდა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ სტამბოლში შეკრებილი პირველიერარქების მიერ შექმნილ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს საერთომართლმადიდებლური დიდი და წმინდა კრება უნდა გაიმართოს, ანტიოქიის საპატრიარქომ სწორედ ამ პრობლემის გამო ხელი არ მოაწერა და სინაქსისი პროტესტის ნიშნად დატოვა. ახლა კი უკვე რადიკალური ნაბიჯი გადადგა. კონფლიქტის გადაუჭრელობის შემთხვევაში, შესაძლოა კრება, რომელსაც ეკლესიები 60 წელი ამზადებდნენ, ჩავარდეს, რადგან ამ კრების მოწვევისა და კრებაზე გადაწყვეტილების მისაღებად, ყოველი ცალკეული მართლმადიდებელი ეკლესიის თანხმობაა საჭირო.

ორი ეკლესია მიიჩნევს, რომ ყატარის სახელმწიფო მისი კანონიკური ტერიტორიაა. კონფლიქტი 2013 წლის 4 მარტს წარმოიშვა, როცა იერუსალიმის პატრიარქმა ყატარში დანიშნა თავისი მიტროპოლიტი. კონფლიქტის გადაჭრა ვერ შეძლო ვერც კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქმა დაერც საბერძნეთის მთავრობამ.

კომენტარები