NDI-ის კვლევა

NDI: 46% ფიქრობს, რომ საქართველომ დამატებით უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას

0 კომენტარი

NDI-ს გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ საქართველომ დამატებით უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას. მათი 69% მიიჩნევს, რომ საქართველომ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება უნდა გაუწიოს. რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 14%, ხოლო 9% ფიქრობს, რომ საქართველომ რუსეთს კულტურის სფეროში ურთიერთობებში უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი. ამასთან, კვლევის მონაწილეთა 30% ფიქრობს, რომ საქართველომ უკრაინას მხარი დამატებით არ უნდა დაუჭიროს.

აქვე, NDI-ს გამოკითხულთა 63% ამართლებს, რომ საქართველოს მთავრობამ ყირიმში რუსეთის ქმედებები დაგმო, ხოლო 15% არ ამართლებს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ჩატარებული კვლევის მონაწილეთა 71%-მა იცოდა, რომ საქართველომ დაგმო რუსეთში ყირიმის ქმედებები, 20%-მა კი, არ იცოდა.

ასევე 71%-მა იცოდა, 16 მარტს ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შესახებ, რომლის შედეგების თანახმად, ყირიმი უნდა შეუერთდეს რუსეთს, ხოლო 20%-მა არ იცოდა. გამოკითხულთა 11%-სთვის მისაღებია ყირიმის რუსეთთან შეერთება, 66%-სთვის - არა.

კითხვაზე, "რომელ ქვეყანას ეკისრება ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ყირიმის კრიზისთან დაკავშირებით", გამოკითხულთა 62% პასუხობს - "რუსეთი", ხოლო 15% მიიჩნევს, რომ "უკრაინა".

NDI-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა. კვლევას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA).

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები