NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 62% ამართლებს კამპანიას - ეს შენ გეხება

NDI-ს გამოკითხულთა 62% ამართლებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ კამპანიას "ეს შენ გეხება - ისევ გისმენენ", ხოლო 10% - უარყოფითად პასუხობს.

ამასთან, გამოკითხულთა 45%-მა იცოდა ამ კამპანიის შესახებ, ხოლო 43%-მა არ იცოდა. 

შეგახსენებთ, რომ "ეს შენ გეხება" ითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც აკრძალავს ძალოვანი სტრუქტურების მიერ შესაძლო უკანონო მოსმენებს და თვალთვალს.

NDI-მ საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩაატარა და 3 942 ადამიანი გამოკითხა. კვლევას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA).

კომენტარები