კრიზისი უკრაინაში

უკრაინელმა ძალოვნებმა ქალაქ მარიუპოლზე კონტროლი აღადგინეს

0 კომენტარი
ფოტო: AFP

ქალაქ სლავიანსკში დღეს დილიდან სროლა განახლდა. უკრაინული მედიის ცნობით, პრორუსი ტერორისტები ქალაქიდან გაღწევას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ უკრაინელი სამხედროები არ აძლევენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დივერსანტებმა ქალაქის ადმინისტრაციული შენობები დანაღმეს.

უკრაინელმა ძალოვნებმა დონეცკის ოლქის ზღვისპირა ქალაქ მარიუპოლზე კი კონტროლი აღადგინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეტაკების შედეგად მოკლულია ერთი ტერორისტი, ე. წ. დონეცკის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი კი დაპატიმრებულია. გათავისუფლებულია ტერორისტების მიერ დაკავებული ქალაქის საბჭოს შენობა, ქალაქში ბარიკადების დემონტაჟი მიმდინარეობს. მარიუპოლის გარშემო სამხედრო ტექნიკაა განლაგებული.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები