ფარული ჩანაწერები

რუსთავი 2–მა მაღალჩინოსნების საუბრების ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა

ტელეკომპანია რუსთავი 2–მა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ხელსუფლების მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა. ჟურნალის ეკა კვესიტაძის განცხადებით, მაყურებელს საუბრების მხოლოდ მცირე ფრაგმენტები უჩვენეს, რომლებიც კონკრეტულ ინფორმაციას არ შეიცავდა და მხოლოდ მტკიცებულებას წარმოადგენს იმის შესახებ, რომ ამგვარი ჩანაწერები კეთდებოდა.

გადაცემის ავტორის მტკიცებით, საუბრები გასულ წელს არის ჩაწერილი. გადაცემაში წარმოდგენილ იქნა  პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის,  თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის,  ასევე  ბიზნესმენების საუბრების ჩანაწერები.

როგორც გადაცემაში გიგი უგულავამ აღნიშნა, მისთვის ცხადია, რომ ეს ჩანაწერები შსს-ს მიერ არის გაკეთებული. “სამწუხაროდ, სამინისტრო ბოლო პერიოდში საცერს დაემსგავსა, შავი ბაზარი ჩამოყალიბდა, (ჩანაწერები) ქარვასლასავით იყიდება... ხალხს, ვისაც ამ დავალებებს აძლევენ, როგორც ჩანს, შემდეგ ყრიან სამსხურებიდან, ამ ხალხს გამოაქვს ეს. სამწუხაროდ, უბედურება ხდება“,  - განაცხადა თბილსის ყოფილმა მერმა.

მისი თქმით, ფარული ჩანაწერი თუნდაც კანონიერი რომ ყოფილიყო, იმ ჩანაწერის შენახვა, რომელიც კონკრეტულ საქმეს არ ეხება, კანონით დაუშვებელია.

გადაცემაში მოყვანილი საუბრების ფაქტი - პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრთან, უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამაც დაადასტურა.

ჟურნალისტის კითხვას, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ყოფილი ხელისუფლების დროს „ტოტალუტი მოსმენების სისტემის“ შექმნაზე, ბოკერიამ განაცადა: „მე ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და მისი ალბათობის შესამცირებლად არ იყო მიღებული შესაბამისი ზომები. ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც პოლიტიკური გუნდის წევრი, რომ ამ თვალსაზრისით არ გატარდა რეფორმა, რომელის ამგვარ რისკებს შეამცირებდა“. 

თუმცა, მისი თქმით, ახალი ხელსუფლების პირობებში პრობლემა არა თუ მოგვარდა, არამედ მდგომარეობა გაუარესებულია. “უკვე 2 წელი ხდება, რაც ამ პრობლემის მოგვარების ლოზუნგით ახალი პოლიტიკური გუნდი მოვიდა, თუმცა დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ პრობლემა არა თუ მოგვარდა, გაღრმავდა”, - აღნიშნა ბოკერიამ.

კომენტარები