ასოცირების ხელშეკრულება

ღარიბაშვილი: ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას 27 ივნისს ხელს მოვაწერთ

„დღეს მივიღეთ დასტური იმის შესახებ, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას 27 ივნისს ხელს მოაწერს“, - თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან შეხვედრის შემდეგ.

ღარიბაშვილი რომპუის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის კურსს განუხრელად მისდევს, რაც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია.

კომენტარები