17 მაისი

დღევანდელი აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტაბულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე დავით კაკრიაძე (ფოტოს ცენტრში, წელში მოხრილი, მოკლეწვერიანი მამაკაცი, რომელიც ჟურნალისტს აკვირდება) თავს დაესხა ტაბულას გადამღებ ჯგუფს.

პოლიციამ კაკრიაძე ადგილზე გააფრთხილა ოქმით, თუმცა, იქამდე, ტაბულას გადამღები ჯგუფი 1 საათის განმავლობაში ხელოვნურად შეაჩერეს და არ უშვებდნენ.

კომენტარები