ნავანეთემ პილეის ვიზიტი

საქართველოს ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარი ეწვევა

0 კომენტარი

საქართველოს დღეს ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარი ნავანეთემ პილეი ეწვევა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს კომისარს მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე. ასევე შედგება შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან. სტუმარი ასევე შეხვდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს და სხვა უწყებების წარმომადგენლებს.

ზალკალიანის თქმით, ქართული მხარე გაერო-ს უმაღლეს კომისარს გააცნობს ბოლო პერიოდში ქვეყანაში ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. ასევე ინფორმაციას მიაწვდის ამ მხრივ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ქართულ მხარეს შესაძლებლობას მისცემს, მიიღოს უმაღლესი კომისრის რეკომენდაციები ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით გასატარებელი შემდგომი ზომების შესახებ.

გაერო-ს უმაღლესი კომისრის ვიზიტი საქართველოში 21 მაისს დასრულდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები