ვირუსული მენინგიტი

ამირან გამყრელიძე სკოლებს სანიტარული დასუფთავების რეკომენდაციას აძლევს

0 კომენტარი
ფოტო: news.ge

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სკოლებს სანიტარული დასუფთავების რეკომენდაციით მიმართავს. ჯანდაცვის სამინისტროში ვირუსული მენინგიტის საკითხზე გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ხუთი დღის განმავლობაში სკოლებს ვთხოვთ და რეკომენდაციას ვაძლევთ, გააკეთონ ე.წ. სანიტარული დასუფთავება, რაც ნიშნავს სკოლების სანიტარულ-ჰიგიენური პირობების მოწესრიგებას, ინტენსიურად, სველი წესით დალაგებას, განიავებას და ა.შ. სანიტარული დასუფთავების რეკომენდაციები დღეს ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდება", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, დღეიდან 26 მაისის ჩათვლით დაწყებით კლასებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესები შეწყდა.

გუშინ დილის მონაცემებით, ვირუსული მენინგიტის 142 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები