ასოცირების ხელშეკრულება

ჯანელიძე: თუ რუსეთისგან ემბარგო დაწესდა, ეკონომიკა გადაიარაღებას მოახდენს

ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე პაპუნა ჯანელიძე მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი საქართველოს ემბარგოს დაუწესებს, ქვეყნის ეკონომიკა გადაიარაღებასა და გადაწყობას მოახდენს. 

”ის, თუ რა შედეგი შეიძლება მიადგეს საქართველოს რუსეთის მხრიდან ემბარგოს დაწესების კუთხით, ერთხელ ასეთი ტიპის შეზღუდვები იწვნია თავის თავზე. თუმცა, შეძლო დივერსიფიცირება და დღეს ჩვენ არ ვართ დამოკიდებული რომელიმე ერთ ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ექსპორტი იზრდება, ემბარგოს განხორციელების შემთხვევაში, თუ ასეთი განხორციელდება, საქართველოს ეკონომიკა მოახდენს შესაბამის გადაიარაღებას, გადაწყობას”, - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა თქვა, რომ საქართველომ უნდა გააცნობიეროს, თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის თავლსაზრისით.  

კომენტარები