აშშ-საქართველოს ურთიერთობა

ჯონ კერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჯონ კერი

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

”პრეზიდენტ ობამასა და ამერიკელი ხალხის სახელით ქართველ ხალხს ვულოცავ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ააშენეს ღრმა და ძლიერი პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება გაზიარებულ ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. ჩვენ ვაქებთ საქართველოს იმ პროგრესისთვის, რომელსაც ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. რეგიონში განვითარებული მოვლენებისა და გამოწვევების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოების მიმართულებით განსაკუთრებით ძლიერია. პატივს მივაგებთ თქვენს სამხედროებს, რომლებიც ავღანეთისა და სხვა მისიებში მსახურობენ, რათა ავაშენოთ უფრო მშვიდობიანი და  წარმატებული მსოფლიო.

მე ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს და ველი ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას მომდევნო წლებში” - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის წერილში.

კომენტარები