პრეზიდენტი ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლებას პრემიერს გადასცემს

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დავით პატარაიას განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილებას ერთჯერადად პრემიერმინისტრს გადასცემს. მისივე თქმით, კონსტიტუციის მიხედვით, შეთანხმების დადების უფლებამოსილება პრეზიდენტის უფლებამოსილების სფეროშია.

"საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 და მე-13 მუხლების შესაბამისად, ამ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულების სახით, რომელიც საჭიროებს პრემიერის კონტრასიგნაციას. შესაბამისად, გაცნობებთ, რომ დღეს ვუგზავნით საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად პრეზიდენტის ბრძანებულებას, რომლის მიხედვით, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრს ანიჭებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილებას. იმედი გვაქვს, მთავრობასა და პრეზიდენტის შორის შეთანხმების კონსტიტუციური პროცედურა უახლოეს დღეებში დასრულდება", - აღნიშნა პატარაიამ.

საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შემთანხმებას ბრიუსელში, 2014 წლის 27 ივნისს მოაწერს ხელს.

კომენტარები