არჩევნები 2014

არასამთავრობოები: პრემიერის განცხადებები წინასაარჩევნო სიტუაციას გაამწვავებს

0 კომენტარი

საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ირაკლი ღარიბაშვილის წინასაარჩევნო რიტორიკასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ პრემიერის განცხადებები, სადაც ის ამბობს, რომ ქართული ოცნება     “არცერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებს სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას" და რომ „ნაციონალების არცერთი ნარჩენი არ უნდა დატოვონ", ასევე განცხადება, სადაც ყოველგვარი გამოძიების ჩატარების გარეშე უარყოფილია საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებ ხელს უშლის სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს, ჯანსაღი შეჯიბრებითობის, პრინციპს და ნეგატიურ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სავარაუდო ზეწოლის ფონზე 8 რეგიონის 15 ოლქში, 6 ოპოზიციური პარტიის 50-მდე კანდიდატმა, სავარაუდოდ ზეწოლის ფონზე, უკვე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.

არასამთავრობოები ამბობენ, რომ მსგავსი სიტუაცია ქმნის არაჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოს ქვეყანაში.

განცხადებაში მოყვანილია კანდიდატებზე ზეწოლის მაგალითები, რომელსაც რეაგირება არ მოჰყოლია. 

არასამთავრობოები იტყობინებიან, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2014 წლის 30 მაისის მდგომარეობით, სხვადასხვა საარჩევნო ოლქსა და ცესკოში სულ 385-მა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა რეგისტრაციის შემდეგ, მათგან მხოლოდ ორია კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი. მოხსნილი პირებიდან 256 დამოუკიდებელი კანდიდატია, დანარჩენები კი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდნენ.

განცხადების ბოლოს ნათქვამია, რომ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლების მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნა საშიშ ტენდენციად ჩამოყალიბდა და მთავრობის ხელმძღვანელებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისაგან, რომელიც არაჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოს კიდევ უფრო წაახალისებს. 

"მის ნაცვლად, რომ პრემიერი ამ პრობლემას გამოხმაურებოდამკაცრად დაეგმო ეს საგანგაშო ტენდენცია და ის შეჩერებულიყო, საზოგადოება ისმენს ისეთ განცხადებებს, რითაც ასეთი ქმედებების არაპირდპირ წახალისება ხდება." - ნათქვამია განცხადებაში. 

არასამთავრობოები მოუწოდებენ საქართველოს პრემიერმინისტრს "თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სულისკვეთებას და საფრთხეს უქმნის საქართველოში დამოუკიდებელი თვითმმართველობის შექმნასა და მრავალპარტიული დემოკრატიის კონსოლიდაციას" და შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავი შეიკავოს ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებისაგან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები