ოკუპირებული ტერიტორიები

თიბილოვი: სამხრეთო ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში „ხელსაყრელ მომენტში“ შევა

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 2 ივნისს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სურს და ამისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდება.

„ჩვენი ამოცანაა, შევარჩიოთ შესაფერისი მომენტი, როდესაც რუსეთს შემადგენლობაში შესვლის საკითხს აქტიურად დავაყენებთ", - განმაცხადა თიბილოვმა. მისი თქმით, როდესაც ასეთი მომენტი დადგება, ჩვენ მას ხელიდან არ გავუშვებთ და გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს საკითი ჩვენი ხალხისთვის დადებითად გადავწყვიტოთ.

თიბილოვის თქმით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის წინადადებით ახალი პარლამენტი გამოვა, რომლის არჩევნებიც 8 ივნისს არის დანიშნული. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროსაც აყენებს.

კომენტარები