გიორგი ღონიაშვილის საქმე

სასამართლომ გიორგი ღონიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ღონიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. 

დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

გიგი უგულავას ქვისლს გიორგი ღონიაშვილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის თანხების უკანონოდ მობილიზებას ედავებიან. ის 3 ივნისს დააკავეს.

კომენტარები