უკრაინის პრეზიდენტი

პეტრო პოროშენკო: ჩვენ არ შევეგუებით ყირიმის ანექსიას

KyivPost

პეტრო პოროშენკომ უკრაინელი ხალხის წინაშე ფიცი დადო. პოროშენკოს ინაუგურაციის ცერემონიას სხვასხვა ქვეყნის ლიდერები ესწრებიან, მათ შორის აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენ და ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპოი. პოროშენკომ, უკრაინელმა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა,  25 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში  ხმების 54,7% მიიღო. 

უმაღლეს რადაში გამოსვლისას, პოროშენკო მოსახლეობას დაპირდა, რომ შეინარჩუნებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მან ასევე პირობა დადო დაბნასის რეგიონის მცხოვრებლების წინაშე, რომელიც პრო-რუს სეპარატისტებს უკავიათ, რომ მოახდენს ქვეყნის დეცენტრალიზაციას და გარანტირებული იქნება რუსული ენის გამოყენების უფლება. ის ასევე პრო-რუს სეპარატისტებს იარაღის დაყრის შემთხვევაში ამნესტიას, დაქირავებულ რუს მებრძოლებს კი უსაფრთხო კორიდორის გაკეთებას დაპირდა. 

პოროშენკოს თქმით ის ყირიმის სტატუსის და უკრაინის ევროპული კურსის გარშემო, რუსეთთან კომპრომისზე არ წავა. 

"პრეზიდენტად მოვდივარ, რათა უზრუნველვყო და გავამყარო უკრაინის ერთიანობა, გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება. მშვიდობა – ეს მთავარია, რაც ახლა უკრაინელ ხალხს უნდა. მე არ ვისწრაფი შურისძიებისკენ, მინდა მშვიდობა და ერთიანობა და ყველას ვთხოვ, იარაღის დაყრას", - განაცხადა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა. 

"უკრაინა არის და იქნება უნიტარული სახელმწიფო, არანაირ ფედერალიზაციას ადგილი არ ექნება. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობაზე საკითხი კი დისკუსიას არ ექვემდებარება", - აღნიშნა მან. 

"ყირიმი  იყო და იქნება უკრაინა და მე ეს კარგად ავუხსენი რუსეთის ლიდერს ნორმანდიაში, ჩვენ არ შევეგუებით ყირიმის ანექსიას", - განაცხადა პოროშენკომ.  პოროშენკო 6 ივნისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ნომანდიაში შეხვედრისას ესაუბრა. ყირიმის ანექსიის შემდეგ ეს უკრაინელი და რუსი ლიდერების პირველი შეხვედრაა. პუტინის განცხადებით მათ აღმოსავლეთ უკრაინაზე და ეკონომიკურ კავშირებზე ისაუბრეს. 

"ჩვენ ვისაუბრეთ 15 წუთი, ვერ ვიტყვი რომ დეტალური საუბარი იყო, თუმცა განვიხილეთ ძირითადი თემები რაც მიმდინარე სიტუაციაას შეეხება და ჩვენი ეკონომიკური კავშირები. მე ვეთანხმები ბატონ პოროშენკოს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სისხლისღვრა სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, მას აქვს გეგმა როგორ უნდა მოხდეს ეს, თუმცა რა გეგმაა აჯობებს თავად მას კითხოთ"- განაცხადა პუტინმა შეხვედრის შემდეგ.  

 

 

კომენტარები