უგულავას პროცესი

პროკურორები უგულავას პროცესზე კვლავ არ გამოცხადდნენ

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

„კიდევ არ მოვიდნენ პროკურორები. სახელმწიფო ბრალდება სახელმწიფოს არცხვენს“, - წერს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა Facebook-ის პირად გვერდზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე პროკურორები კვლავ არ გამოცხადდნენ. სასამართლო მერის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ უგულავას შუამდგომლობის განხილვას გეგმავდა.

მოსამართლემ სხდომის მონაწილეებს პროკურორთა განცხადება გააცნო, რომლის თანახმად, პროკურორებმა გუშინ სასამართლოს განცხადებით მიმართეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ ბათუმში მივლინების გამო, პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდნენ. სასამართლო პროცესი ამავე მიზეზით 5 ივნისსაც გადაიდო, თუმცა ამჯერად პროკურორებმა მივლინების ცნობები წარმოადგინეს.

რაც შეეხება მივლინების მიზეზს, პროკურორთა განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ზედამხედველობა უნდა განახორციელონ, ამასთან, სემინარს ესწრებიან.

 

კომენტარები