ლუგანსკში ტერორისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების Ил-76 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ანტიტერორისტული ოპერაციის პრესპიკერის ვლადისლავ სილიზნიოვის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი - 40 სამხედრო და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტერორისტებმა თვითმფრინავი საზენიტო და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ჩამოაგდეს.