ენმ: ღარიბაშვილის ბიძამ შემოგვითვალა, რომ ბიულეტენების ჩაყრას აპირებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებრივი ურთიერთობათა მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ბოლნისის 48-ე უბანზე (ტალავერის თემი) ენმ-ის წარმომადგენელს მაჟორიტარობის კანდიდატის ძმამ აბას აბასოვმა ჩამოაგლიჯა სამკერდე ნიშანი. მისი თქმით, საუბნო კომისიის თავმჯდომარე ენმ-ის წარმომადგენელს აღარ უშვებდა უბანზე იმ მოტივით, რომ აღარ ჰქონდა სამკერდე ნიშანი.

"დიცსა (38-ე უბანი) და არბოში (39-ე უბანი) ირაკლი ღარიბაშვილის ბიძამ, რამაზ ყორანაშვილმა ჩვენს კანდიდატს, ალექსანდრე ჯალაბაძეს შეუთვალა, რომ ბიულეტენების ჩაყრას აპირებს და ხელი არ შეუშალონ მისმა წარმომადგენლებმა" - აცხადებს ჭიაბერაშვილი და აღნიშნავს, რომ წალკის 34-ე უბანზე ქართული ოცნების კანდიდატი უბანზე ეწეოდა აგიტაციას. 

კომენტარები