მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა

ცესკო

მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა - ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა.

აზარაშვილის თქმით, სოფელ დოშაყედან გატაცებული ბიულეტენები დალუქულ მდგომარეობაში იპოვეს საარჩევნო უბანთან ახლომდებარე ტერიტორიაზე და მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება დაგვიანებით გაეხსნა მე-16 საარჩევნო უბანი.

მარტვილში, დოშაყეს საარჩევნო ოლქში N 16 უბანი დააყაჩაღეს. როგორც ტაბულას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გრიგოლ ბართაიამ უთხრა, დაახლოებით დილის ექვს საათზე, დოშაყეს მე-16 უბანში, რამდენიმე ნიღბიანი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით უბნიდან ყველა დოკუმენტაცია გაიტაცა.

უბანს დაცვის პოლიცია იცავდა. თავდამსხმელებმა მათ უთხრეს, რომ კომისიის წევრები არიან, პოლიციამ კარი გააღო და სწორედ ამის შემდეგ მოხდა თავდასხმა.

კომენტარები