ივანიშვილი: უგულავა ფაფარაშლილი ლომივით იდგა

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

"ვნახეთ, როგორ ფაფარაშლილი ლომივით იდგა უგულავა, ხომ ნახეთ რას შვებოდნენ "ნაციონალები"? როგორც წარმოგიდგენიათ თქვენ, 75-მა "ნაციონალმა" მოხსნა კანდიდატურა და ლომივით უგულავამ ვერაფერი მოახერხა?"-  ეს განცხადება  საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.

ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელმა ხმა  ნატანებში 61-ე უბანზე მისცა, მისი თქმით, ის ვერ დაეთანხმება იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" 80-მა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა ზეწოლის შედეგად მოხსნა.

"დაუჯერებელია. ორი არასამთავრობო ორგანიზაცია და ორი ტელევიზია ამას აფორმებს, მაგრამ ამით ვერ შეუცვლიან დამოკიდებულებას საქართველოს მოსახლეობას. დღეს ვნახავთ, რომ ასე იოლი არ არის ქართველი ხალხის მოტყუება. მუდამ ვუკიჟინებდი ძველ მთავრობას, დღევანდელ ოპოზიციას, რომ არა სიცრუით, არამედ სიმართლით, სწორი გზა უნდა ვაჩვენოთ და უკეთესი გზების ჩვენებით ვაჯობოთ ერთმანეთს"- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

კომენტარები