არჩევნები 2014

ნორლანდი: ემოცია ძალადობასა და მუქარაში არ უნდა გადაიზარდოს

0 კომენტარი
ფოტო: აშშ-ის საელჩო საქართველოში

აშშ-ის საელჩოს ოფიციალურმა facebook გვერდმა ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადება გამოაქვეყნა. ნორლანდი შეშფოთებულია ცნობიბით მარტვილიდან, სადაც ბიულეტენები გაიტაცეს. ელჩი ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი ძალადობასა და მუქარაში არ უნდა გადაიზარდოს. 

"ჩემს ბრიტანელ და ჰოლანდიელ კოლეგა-ელჩებთან ერთად დღეს დილას უკვე მოვინახულე რამდენიმე საარჩევნო უბანი. სადამკვირვებლო ჯგუფები გაგზავნილი გვყავს მთელ საქართველოში. ისინი მუდმივად გვატყობინებენ არსებული ვითარების შესახებ. ზოგადად, საარჩევნო პროცესი კარგად დაიწყო. დამკვირვებლები, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომელთაც ვესაუბრეთ, ამბობენ, რომ აქტივობა უკვე მაღალია, ამომრჩეველი ხმის მისაცემად მიდის და უმეტეს ადგილებში სიმშვიდეა.

შეგვაშფოთა ცნობებმა მარტვილიდან, სადაც ღამით, როგორც ჩანს, ბიულეტენები გაიტაცეს. შესაძლოა, ამ დროისათვის ბიულეტენები უკვე ნაპოვნი იყოს. როგორც ვიცით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვითარებას არკვევს. ვიცით, რომ ხანდახან დასავლეთ საქართველოში ვნებები მეტისმეტად მაღალია. შესაძლოა, საამისო მიზეზიც არსებობდეს, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მნიშვნელოვანია, ხალხმა გაითვალისწინოს, რომ ერთია საკითხისადმი ემოციური დამოკიდებულება, მაგრამ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას ემოცია ძალადობასა და მუქარაში არ უნდა გადაიზარდოს. ამგვარად, ის, რასაც ვხედავთ, ზოგადად იმედისმომცემია. ვუსურვებთ საქართველოს წარმატებულ საარჩევნო დღეს და რა თქმა უნდა, გილოცავთ ყველას" - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები