12 საათისთვის არჩევნებში 570 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით 12 საათისთვის არჩევნებში 571 123-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 16.65%-ია. 

აქტივობა რეგიონების მიხედვით დაფიქსირებული აქტივობა 12 საათისთვის პროცენტულად ასე გამოიყურება: 

თბილისი - 12.8 % (ყველაზე დაბალი)

რაჭა-ლეჩხუმი - 30.8 % (ყველაზე მაღალი)

ქვემო ქართლი - 15.7 %

კახეთი - 16.7 %

აჭარა - 16.9 %

იმერეთი - 17.9 %

მცხეთა-მთიანეთი - 18.2 %

სამცხე-ჯავახეთი - 20 %

სამეგრელო ზემო-სვანეთი - 20.9 %

გურია - 25.1 %

ინფორმაციისთვის, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტივობამ 12 საათზე 17.15% შეადგინა. 

კომენტარები