არჩევნები 2014

ხონის 22-ე უბანზე საარჩევნო ყუთი დაამტვრიეს

0 კომენტარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ხონის საარჩევნო ოლქში, 22-ე უბანზე უცნობმა პირებმა საარჩევნო ყუთი დაამტვრიეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პარტიის წევრი კობა სუბელიანი საქართველოს პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

"ცუდად იქცევით!!! თქვენ რომ არ გეზეიმებათ, დემოკრატია მაინც აზეიმეთ" - წერს სუბელიანი Facebook-ში.

ცესკო-ს სპიკერის ეკა აზარაშვილის ინფორმაციით, სამართალდამცავები უკვე ადგილზე არიან და  საქმის შესწავლა მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ენმ-ის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, დმანისის მე-11 უბანზე კომისიის თავმჯდომარე ყველას თვალწინ აფუჭებს იმ ბიულეტენებს, სადაც ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ არის ხმები დაფიქსირებული.

ცნობისთვის, 20:00-ზე ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა და ხმების დათვლის პროცედურა დაიწყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები