NATO-რუსეთის ურთიერთობა

NATO: რუსეთი ევროპული ფიქლის გაზის წინააღმდეგ კამპანიას აფინანსებს

რუსული სპეცსამსახურები საიდუმლოდ აფინანსებენ და მუშაობენ ევროპულ ეკოლოგიურ ჯგუფებთან, რათა ფიქლის გაზის წინააღმდეგ კამპანია აწარმოონ და ევროკავშირის რუსულ გაზზე დამოკიდებულება გაახანგრძლივონ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

რასმუსენის თქმით, ევროპის ენერგეტიკულის უსაფრთხოების გაზრდა პირველადი მნიშვნელობის იყო და მან რუსეთი ევროპის ”შანტაჟში” დაადანაშაულა.

”მე შევხვდი მოკავშირეებს, რომელთაც შეუძლიათ განაცხადონ, რომ რუსეთი თავისი საინფორმაციო და სადეზინფორმაციო ოპერაციებისას აქტიურად თანამშრომლობდა ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ეკოლოგიურ ორგანიზაციებთან, რომლებიც ფიქლის გაზის წინააღმდეგ იბრძვიან. რუსეთი ცდილობს, ევროპა რუსულ იმპორტულ გაზზე დამოკიდებული დატოვოს.” - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

რასმუსენს არ დაუკონკრეტებია რუსეთისა და გარემოს დაცვის ორგანიზაციების თანამშრომლობის დეტალები.

ნატოს ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც ანონიმად დარჩა Financial Times მოუყვა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანს სჯეროდა, რომ რუსეთი დეზინფორმაციას არაერთი საკითხის მიმართულებით ეწეოდა, მათ შორის ენერგიისაც.

”ის რომ რუსეთი ენერგიის წყაროს, ევროპაზე ზეწოლის იარაღად იყენებს შემაშფოთებელია. არცერთმა ქვეყანამ არ უნდა გამოიყენოს რესურსი და საფასო შეთანხმება იძულების იარაღად” - ამბობენ ისინი. ”ჩვენ ვიზიარებთ ზოგიერთი ჩვენი მოკავშირის შეშფოთებას, რომ რუსეთი შესაძლოა შეეცადოს ხელი შეუშალოს, ევროპაში  ფიქლის გაზის პროექტების განვითარებას , რათა ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეინარჩუნოს” - განაცხადა NATO-ს წარმომადგენელმა.  

ზოგიერთი ექსპერტის აზრით რუსეთის ერთ-ერთი მოტივი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატიზმის წაქეზებისა რეგიონში ფიქლის გაზის მარაგების შექმნისთვის ხელის შეშლაა.

არსებობს ეჭვი, რომ ბულგარეთსა და რუმინეთში ჰიდრავლური გახლეჩვების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების უკანაც რუსეთი იდგა. თუმცა ორივე ქვეყანაში მწვანეთა პარტიამ სასტიკად უარყო რუსეთთან კავშირი და ამ ყველაფერს შეთქმულების თეორია უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის 28 წევრი ქვეყანა რუსულ გაზსა და ნავთობზეა დამოკიდებული და გამოყენებული რესურსის დაახლოებით ერთ-მესამედს მისგან ყიდულობს. თუმცა ფიქლის გაზის მარაგი აქვს, რომელის გამოყენების შემთხვევაშიც იმპორტზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული.

 

კომენტარები