დინამო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2014

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო აქტობეს შეხვდება

0 კომენტარი
დინამო თბილისი

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

დინამო თბილისი გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და ყაზახეთის ხუთგზის ჩემპიონს- აქტობეს შეხვდება. პირველი მატჩი თბილისში, დინამო არენაზე 15 ან 16 ივლისს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი აქტობეს ცენტრალურ სტადიონზე 22 ან 23 ივლისს ჩატარდება.

დინამოს ვებგვერდმა მთავარი მწვრთნელის, ჩეხი მიხალ ბილეკის კომენტარი გაავრცელა.

"ამ ეტაპზე აქტობე ჩვენთვის ამოუცნობი გუნდია. კონკრეტულად აქტობეზე და ზოგადად ყაზახურ ფეხბურთზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ უახლოეს პერიოდში შევუდგებით ამ გუნდის უკეთ გაცნობას," - განაცხადა მიხალ ბილეკმა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები