ლუის სუარესი

გულშემატკივარმა ფსონი დადო, რომ სუარესი ვინმეს უკბენდა და 500 ფუნტი მოიგო

0 კომენტარი
ფოტო: metro.co.uk

ნორვეგიელმა გულშემატკივარმა ტოტალიზატორში დაახლოებით სამი ფუნტი იმაზე დადო, რომ ლუის სუარესი ურუგვაისა და იტალიის ნაკრებებს შორის მატჩში, რომელიმე მოწინააღმდეგე ფეხბურთელს უკბენდა. 

ბრიტანული გამოცემა მეტროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ურუგვაელი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსგავს ქმედებაში ორჯერ იყო შემჩნეული, ტოტალიზატორმა ფსონს საკმაოდ მაღალი კოეფიციენტი - 175 მიაკუთვნა. 

გუშინდელი მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში, სუარესმა იტალიელ მცველ ჯორჯო კიელინის უკბინა, შესაბამისად, ნორვეგიელმა გულშემატკივარმა დაახლოებით 500 ფუნტი მოიგო.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, ის ურუგვაის ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები