ელია უოლაკი

ფილმის "კარგი, ცუდი და ბოროტი” ვარსკვლავი ელია უოლაკი გარდაიცვალა

movieforums.com

98 წლის ასაკში მსახიობი ელია უოლაკი გარდაიცვალა.

უოლაკმა სახელი სერჟიო ლეონეს ფილმით ”კარგი, ცუდი და ბოროტი” და ჯონ სტარჯესის ნამუშევრით ”შესანიშნავი შვიდეული” გაითქვა. მან კინოკარიერის განმავლობაში არაერთი ბოროტი გმირის სახე შექმნა. უოლაკის კინოკარიერა ელია კაზანის ფილმში (Babe Doll) დაიწყო და წლების მანძილზე არაერთ დიდ რეჟისორთან ითამაშა. ყველაზე გამორჩეული კი მაინც, სერჟიო ლეონეს ფილმში ”კარგი, ცუდი და ბოროტი” ”ცუდი” ტუკოს როლი იყო. 

მან კინოში შეტანილი წვლილისთვის 2010 წელს ოსკარი მიიღო და გახდა ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, რომელმაც დამსახურებისთვის მიიღო ეს ჯილდო. 

კომენტარები