სამომხმარებლო ბაზარი

Honda-მ საავარიო ბალიშების გაუმართაობის გამო 2 მილიონამდე მანქანა გაიწვია

Honda-ს ქარხანა იაპონიაში
მოშე კომატა / New York Times

იაპონური კომპანია ბაზრიდან 1.8 მილიონ მანქანას მსოფლიოს მასშტაბით უკან იწვევს საავარიო ბალიშებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. 

გაწვევა შეეხება 2001 - 2003 წლებში გამოშვებულ მოდელებს: Accord, Civic, CR-V, Jazz და Stream - წერს გამოცემა Guardian-ი. 

ევროპის მასშტაბით 154 000 დაზიანებული მანქანაა, მათ შორის 45 000 გაერთიანებულ სამეფოში. 

საავარიო ბალიშების მწარმოებელი იაპონური Takata-ა, რომლის ბალიშების გაუმართაობის გამო ჰონდამ 2008 წლიდან მოყოლებული ჯამში 6 მილიონი მანქანა გაიწვია ბაზრიდან - წერს Bloomberg.  

Takata-ს საავარიო ბალიშების გამო ბაზრიდან მანქანები General Motors-მაც გაიწვია. მათი ყველაზე პოპულარული მოდელი, Chevrolet Cruze, მძღოლის მხარეს გაუმართავი ბალიშის არსებობის გამო მწარმოებელს დაუბრუნდნენ - წერს NYTimes.

კომენტარები