ევროპის სახალხო პარტია

EPP: უგულავას დაკავება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს

ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, სარიუშ ვოლსკიმ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის კვალდაკვალ და ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდამდე, მთავარი მოწინააღმდეგე პარტიის ლიდერის დაკავება სამწუხაროა და არ შეესაბამება ევროპულ პრინციპებს. 

"გიგი უგულავას დაკავება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაა. ბატონი უგულავა, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კამპანიის ხელმძღვანელია, ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს. სამწუხაროა რომ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის დაკავება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას მალევე მოყვა. საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ასოცირების ხელშეკრუკრულება ავალდებულებს საქართველოს მთავრობას დაიცვას ევროპული ნორმები და პრინციპები. 

ევროპის სახალხო პაარტიის სახელით მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეწყვიტოას ამგვარი პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებები რამაც შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს  და ნაცვლად ამისა  ყურადღება გაამახვილოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

კომენტარები