ედუარდ შევარდნაძე

კერი: მოვუწოდებ ქართველებს ერთიანი და დემოკრატიული ქვეყნის იდეის ერთგულებისკენ

telegraph.co.uk

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს აქვეყნებს და ქართველებს მოუწოდებს, დიდი სახელმწიფო ფიგურის როლის შეფასებაზე დაფიქრებისას, ერთიანი და დემოკრატიული საქართველოს იდეის ერთგული დარჩნენ.

"საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის სტატუსით, 1980-იან წლებში შევარდნაძემ საკვანძო როლი ითამაშა ცივი ომის დასრულებაში პრეზიდენტ გორბაჩოვთან, პრეზიდენტ რეიგანთან და სახელმწიფო მდივან შულცთან ერთად. მან შეამცირა ბირთვული დაპირისპირების რისკი, მისცა რა დასაბამი ბირთვული იარაღის კონტროლზე მოლაპარაკებებს. ის ეწინააღმდეგებოდა ხისტი მოქმედების მომხრეებს და უარი თქვა ძალის გამოყენებაზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, როდესაც მათ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები დაიწყეს. ის მხარს უჭერდა რეფორმებს საბჭოთა კავშირის შიგნითაც.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მეორე პრეზიდენტის სტატუსით შევარდნაძე ხელს უწყობდა მყიფე სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას 1990-იან წლებში და საქართველო დააყენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად ტრაექტორიაზე. მოვუწოდებთ ქართველებს, დიდი სახელმწიფო ფიგურის როლის შეფასებაზე დაფიქრებისას, ერთიანი და დემოკრატიული საქართველოს იდეის ერთგული დარჩნენ", - წერია განცხადებაში.

კომენტარები