ევროსასამართლოს გადაწყვეტილება

კარასინი: სარჩელი ევროსასამართლოში წინა მთავრობის ანტირუსული კურსის ნაწილი იყო

რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გააკეთა. მისი განცხადებით, სასამართლომ საქართველოს პრეტენზიების დიდი ნაწილი უსაფუძვლოდ მიიჩნია, კერძოდ, არ დაადასტურა, რომ რუსეთი ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას ახორციელებდა. კარასინის განცხადებით, სარჩელი ევროპის სასამართლოში საქართველოს წინა ხელისუფლების ანტირუსული კურსის ნაწილი იყო, რომელმაც კულმინაციას 2008 წელს მიაღწია.

"სააკაშვილის დანაშაულებრივ ავანტიურას საქართველოსთვის უმძიმესი შედეგები მოჰყვა. 2012-13 წლებში არჩევნების შედეგად ქართველმა ხალხმა ეს მმართველი თავიდან მოიცილა და მხარი დაუჭირა ძალებს, რომლებმაც რუსეთთან ურთიერთობის გაჯანსაღებას დაუჭირეს მხარი. იმედია, ევროსასამართლოში სარჩელის ბედი, ისევე როგორც ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის მოხდა ბოლო წლებში, იქნება გაფრთხილება ჩვენი ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის დანგრევის დამღუპველი მცდელობების წიანააღმდეგ", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

კომენტარები