შსს პარტიებს და მათ მხარდამჭერებს მიმართავს: თავი შეიკავეთ პროვოკაციებისგან

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სამართალდამრღვევი პირი კანონის შესაბამისად, უმკაცრესად დაისჯება.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, უზრუნველყოს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება. კანონდარღვევის ყველა ფაქტზე სამართალდამცველები რეაგირებას ოპერატიულად მოახდენენ" - აცხადებს შსს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური რვა ქალაქსა და ცამეტ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

კომენტარები