ქართული ოცნება: ენმ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანას ცდილობს

კოალიცია ქართული ოცნების განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, მხარდამჭერებთან ერთად ცდილობენ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანას, რაც მათი გარდაუვალი მარცხის გადაფარვას ისახავს მიზნად". როგორც საგანგებო ბრიფინგზე კოალიციის პრესსპიკერმა გიორგი გეეგჭკორმა თქვა, ამ მიზნით ენმ-ის წარმომადგენლებს რამდენიმე საარჩევნო უბანზე დავალებული აქვთ პროვოკაციების მოწყობა, მათ შორის ისეთ საარჩევნო ოლქებში, სადაც მათი კანდიდატი მეორე ტურში საერთოდ არ მონაწილეობს.

"გვინდა, ამ პროცესში ჩართული პირები გავაფრთხილოთ - ნუ შეასრულებენ ხელმძღვანელების დანაშაულებრივ მოწოდებებს და ნუ ჩაიდენენ საარჩევნო პროცესის ხელის შემშლელ რაიმე ტიპის კანონდარღვევას. თითოეული ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას ჩვენ სათანადო ორგანოების მხრიდან მოვითხოვთ სწრაფ რეაგირებას და ყველა დამნაშავეს მკაცრად მოეთხოვება პასუხი. მოვუწოდებთ მოქალაქეებს აქტიურობისა და სიმშვიდისკენ. გთხოვთ, მობრძანდეთ საარჩევნო უბნებზე და გააკეთოთ თქვენი არჩევანი. გარწმუნებთ, ვერანაირი პროვოკაციული მცდელობა ვერ დაჩრდილავს ჩვენს დღევანდელ საბოლოო გამარჯვებას" - აცხადებს ქართული ოცნება.

რვა ქალაქსა და ცამეტ მუნიციპალიტეტში 08:00-დან თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

კომენტარები