ქართული ოცნება: ნაციონალური მოძრაობა არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობს

პოლიტიკური პარტიის ქართული ოცნება პრესსპიკერმა, გიორგი გეგეჭკორმა, 18:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე განვითარებული მოვლენების შესახებ ბრიფინგი გამართა. 

"როგორც სხვდასახვა საარჩევნო უბნიდან გვატყობინებენ, საარჩევნო უბნებზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მიიღეს დავალება, დააფიქსირონ დარღვევების მაქსიმალურად დიდი რაოდენობა, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტებს ადგილი." - განაცხადა გეგეჭკორმა. 

პრესსპიკერის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს არარსებულ დარღვევებზე დაყრდნობით რაც შეიძლება მეტი საჩივარი შეიტანოს საარჩევნო ადმინისტრაციაში და ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესს მისი შედეგების დისკრედიტაციით. 

ქართული ოცნება არჩევნებში მონაწილე სადამკვირვებლო მისიებს თხოვს გააქტიურდნენ და ზუსტად აღრიცხონ უბნებზე მომხდარი ნებისმიერი სახის დარღვევა. 

„ნაციონალურ მოძრაობას მოვუწოდებთ, შეეგუოს ბედს, რადგან დამარცხება გარდაუვალია და ნუ შეეცდება, მისთვის ჩვეული პროვოკაციებითა და სიცრუით მოიპოვოს პოლიტიკური დივიდენდები." - თქვა გეგეჭკორმა. 

კომენტარები