ბრაზილია 2014

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს პოროშენკო და პუტინიც დაესწრებიან

პეტრო პოროშენკო და ვლდიმერ პუტინი
კრისტოფ ენა / AP

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც დაესწრებიან - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Associated Press ავრცელებს. 

პოროშენკომ და პუტინმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს მატჩზე დასწრება დაუდასტურეს. 

მატჩს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც დაესწრება. 

AP-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მატჩამდე ორგანიზებული იქნება ლანჩი, რომელსაც მაღალი დონის სტუმრები დაესწრებიან. 

პუტინთან ერთად ფინალს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც დაესწრება.

კომენტარები