საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 2014-15

აღმასკომის გადაწყვეტილებით საქართველოს ჩემპიონატში 16 გუნდი ითამაშებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
msy.gov.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ჩემპიონატის მომდევნო სეზონში 16 გუნდი ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაციას სფფ-ს ვებგვერდი ავრცელებს.

შესაბამისად, უმაღლეს ლიგაში ითამაშებენ ქობულეთის შუქურა, ფოთის კოლხეთი, ბათუმის დინამო და სამტრედია.

ასევე გადაწყდა, რომ პირველი ლიგა 20 გუნდისგან დაკომპლექტება.

სხდომაზე განიხილეს საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის ფეხბურთელების მიმართ დაგროვილი დავალიანების საკითხი.

"სკ „ზესტაფონს“ მიეცა ვადა, 26 ივლისამდე დაფაროს არსებული დავალიანებები. წინააღდეგ შემთხვევაში, მას შეუწყდება სფფ-ის წევრობა და ამოქმედდება წესდებით გათვალისწინებული სანქციები," - ნათქვამია სფფ-ს ვებგვერდზე.

კომენტარები