უზენაესი სასამართლო

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე კანდიდატურები წარადგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ორი კანდიდატურა - ზურაბ ძლიერაშვილი და ნინო ბაქაქური წარუდგინა. აღნიშნული განცხადება ბიუროს სხდომაზე უკვე დარეგისტრირდა. 

ზურაბ ძლიერაშვილს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1998-2005 წლებში მას მიენიჭა უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2005-2008 წლებში იყო თსუ-ის სრული პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო საპროცესო სამართლის საპროფესოროს ხელმძღვანელი. 2013 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს წევრი.

რაც შეეხება ნინო ბაქაქურს, ის 1998-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სხვადასხვა პოზიციებზე. 2004 წელს მუშაობდა საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის უფროს იურიდიულ მრჩევლად. 2008 წლიდან დღემდე მუშაობს იურიდიულ კომპანიაში "ნოდია ურუმაშვილი და პარტნიორები" საბანკო და ფინანსური სამართლის ხელმძღვანელად.

აღნიშნული კანდიდატების შესახებ პარლამენტი სავარაუდოდ მომავალ კვირას რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებს. 

კომენტარები