მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება

პატრიარქი ფილარეტი: ამის უკან დგას ადამიანი, რომელსაც ღმერთმა გონება წაართვა

პატრიარქი ფილარეტი
telegraf.com.ua

სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა, ბოინგ 777-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით კომენტარი უკრაინულ მედიას მისცა. მისი თქმით, დამნაშავეების ვინაობა ცხადია.

"რუსი ბოევიკები თავად გამოტყდნენ, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ფიქრობდნენ რომ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს აგდებდნენ უკრაინელი სამხედროებით ან იარაღით სავსეს. თვითმფრინავი კი აღმოჩნდა მგზავრებით სავსე. მთელმა მსოფლიომ იცის მათი დანაშაულის შესახებ და გასამართლებელი აქ არაფერია. ამის უკან დგას ერთი ადამიანი, რომელსაც ღმერთმა გონება წაართვა" - განაცხადა პატრიარქმა ფილარეტმა გორდონთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ფილარეტი დარწმუნებულია, რომ ადამიანები რომლებიც იცავენ საკუთარ სახლს, ერს, მიწასა და ქვეყანას არ სცოდავენ, რადგან ანადგურებენ მტერს.

"იესო ქრისტემ თქვა მებრძოლ ადამიანებზე: "არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის". ჩვენი ჯარისკაცები რომლებიც მიდიან დონბასში, იქ საკუთარ სიცოცხლეს ქვეყნის სიყვარულით კარგავენ". - განაცხადა ფილარეტმა.

კომენტარები