ალჟირის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია Air Algerie-ს თვითმფრინავი რადარიდან გაქრა. თვითმფრინავი ბურკინა ფასოდან ალჟირში მიფრინავდა.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავთან კონტაქტი აფრენიდან 50 წუთში დაკარგეს.
თვითმფრინავის ბორტზე 110 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფება. ავიაკომპანია საგანგებო გეგმაზეა გადასული.