კრიმინალი

ზესტაფონში ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა

ზესტაფონში ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული უკვე დააკავეს. სამინისტროში, ჯერჯერობით, არ აზუსტებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული შსს-ს თანამშრომელია, თუმცა, აღნიშნულ კითხვაზე უწყებაში განმარტავენ, რომ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები