სამთავრობო ცვლილებები

უსუფაშვილი: საქმეს გავაკეთებთ მხოლოდ მაშინ, თუ სტანდარტად 9 წელს არ დავტოვებთ

David Usupashvili Official

ამ საქმეს ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ გავაკეთებთ, თუ სტანდარტად დავტოვებთ ნაციონალური მოძრაობის 9 წელიწადს, - მოუწოდა პარლამენტს დავით უსუფაშვილმა მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით გამოსვლის დროს. 

"თუ ჩვენ ახალ შინაგან საქმეთა მინისტრს იმიტომ შევაქებთ, რომ ის ძველ შინაგან საქმეთა მინისტრზე უკეთესია და ეს იქნება სტანდარტი, რა თქმა უნდა, წინ ვერ წავალთ", - ამბობს უსუფაშვილი. 

უსუფაშვილის თქმით, მას ესმის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის განცდები, როდესაც ახალგაზრდობას უწუნებს მას ის ადამიანი, რომელიც მასზე გაცილებით ახალგაზრდა სწორედ თოფობანას თამაშობდა შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს.

"კი ბატონო, ეს აღმაშფოებელი და გამაღიზიანებელია, მაგრამ თუ ამაზე გავღიზიანდებით, დროს დავკარგავთ ამაზე და საქმეს ვერ მოვახმართ. ამიტომ ჩვენი სტანდარტი აღარ უნდა იყოს ეს და დღეს ფრაქცია რესპუბლიკელები, მე პირადად, ერთი პარლამენტის წევრი, ნდობას ვუცხადებ მთავრობას და ვეუბნები, რომ დღევანდლიდან, ჩვენთვის სამოქმედო სტანდარტი და შედარება არის არა წარსული, არამედ დღევანდელი ევროპა - ეს არის სტანდარტი", - ამბობს გამოსვლისას უსუფაშვილი. 

დავით უსუფაშვილი მოუწოდებს პარლამენტს, ფოკუსი და ენერგია მიმართონ მომავლისკენ, რომელიც უნდა ანდონ საპარლამენტო უმრავლესობას და მთავრობას და სტანდარტები ჰქონდეთ არა 9 წლის შესაბამისი, არამედ ევროკავშირის შესაბამისი, რომელთანაც ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მისი თქმით, უნდა გაიზარდოს საკომიტეტო მუშაობის სტანდარტიც. 

კომენტარები