სამთავრობო ცვლილებები

ნაციონალურმა მოძრაობამ ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა და დარბაზი დატოვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები სხდომათა დარბაზს ტოვებენ
Screenshot / მეორე არხი

ახალი მთავრობის წარდგენასთან დაკავშირებით გამართულ საპარლამენტო სხდომაზე, ნაციონალურმა მოძრაობამ ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირდა და სხდომათა დარბაზი დატოვა.

"საპარლამენტო ოპოზიცია მხარს ვერ დაუჭერს მთავრობას, რომელმაც ერთ წელიწადში ბიუჯეტი გაარღვია 700 მილიონით, რომელიც წელს აპირებს 600 მილიონის ოდენობით შიდა ვალის აღებას, რომლის პირობებშიც გაუფასურდა ლარი, გაძვირდა ბენზინი და წამალი, ეკონომიკამ დაკარგა 3 მილიარდის შემოსავალი; მთავრობას, რომელიც საზოგადოების კონსოლიდაციის და შერიგების ნაცვლად ისევ საუბრობს დევნაზე და ანგარიშსწორებაზე. ასეთ მთავრობას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს!" - ამ სიტყვებით დაასრულა საკუთარი გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით ბაქრაძემ, რის შემდეგაც პარტიის წევრებმა დარბაზი დატოვეს.

კომენტარები