სამომხმარებლო ბაზარი

სწრაფი კვების ქსელი Wendy's რუსულ ბაზარს ტოვებს

0 კომენტარი
Wendy's სწრაფი კვების რესტორანი ფოტო: Digital Sign Age Europe

Wendy's Co., სიდიდით მესამე ამერიკული სწრაფი კვების ქსელი რუსულ ბაზარს ტოვებს, - წერს Bloomberg-ი.

რუსეთის მასშტაბით Wendy's-ის რვა რესტორანი დაიხურება, - ამის შესახებ Bloomberg-ს დუბლინის ოფისის პრესსპიკერმა, ბობ ბერტინიმ წერილობითი ფორმით შეატყობინა.

კომპანიის ფრენჩაიზს მოსკოვური კომპანია Food Service Capital-ი ფლობდა, რომელსაც მომავალი ათი წლის მანძილზე 180 რესტორანი უნდა გაეხსნა, თუმცა ფრენჩაიზის მფლობელების ცვლილების გამო რესტორნების ქსელის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ხელშეკრულების შეჩერება და, მათივე თქმით, ამას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.

Wendy's ერთადერთი ამერიკული სწრაფი კვების ობიექტი არ არის, რომელსაც რუსეთში ოპერირების პრობლემები შეექმნა. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა სააგენტომ (РОСПОТРЕБНАДЗОР) McDonald's-ის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო. გარდა ამისა, რუსი პარლამენტარის, ვლადიმირ ჟირინოვსკის მოწოდებას - "ბიგ მაკის შემოქმედებმა" რუსული ბაზარი დატოვონ, SuperJob’s Research Center-ის გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 62% უჭერს მხარს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები