პატიმრების შეწყალება

საქართველოს პრეზიდენტმა 280 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 280 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას თქმით, გიორგი მარგველაშვილმა "სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ" განკარგულებას ხელი დღეს მოაწერა.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის თქმით, მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 23 ივლისამდე შეწყალების კომისიამ 2743 პირის საქმე განიხილა.

"პრეზიდენტის სახელზე შემოსული განცხადებებიდან განვიხილეთ 2743 საქმე, მათგან 1228 განცხადება სრულად აკმაყოფილებდა შეწყალების კომისიის დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. შეწყალებულია 280 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალია, ხოლო 10 - არასრულწლოვანი. 280 მსჯავრდებულიდან სულ 169 პირი გათავისუფლდება საპატიმრო დაწესებულებიდან, რომელთაგან 5 ქალბატონი, 4 კი არასრულწლოვანია. დანარჩენ 111 მსჯავრდებულს შეწყალების აქტით შეეცვალა სასჯელი – ზოგს გაუნახევრდა, ზოგს მესამედი ჩამოაკლდა. 111 მსჯავრდებულს შორის 3 ქალბატონია, 6 არასრულწლოვანი", - თქვა ზვიად ქორიძემ.

კომენტარები