თბილისის მერია

აბესაძე: შსს-ს თანამშრომლებმა მერიის სერვისებით უგულავას პირადი email გატეხეს

0 კომენტარი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, ქართული ოცნების გუნდისთვის საქმეების გადაბარების პროცესის ფარგლებში, დავით ნარმანიას სახელით, მერიაში 29 ივლისს მივიდა შსს-ს ორი თანამშრომელი გიორგი აჭარიძე და ირაკლი კლდიაშვილი, რომლებმაც ისარგებლეს მერიაში არსებული სისტემებით და უკანონოდ შექმნეს საფოსტო მისამართი - [email protected] აბესაძის თქმით, აღნიშნული მისამართის გამოყენებით, "მათ გატეხეს გიორგი უგულავას სარგებლობაში არსებული პირადი მეილი, საიდანაც უკანონოდ დაეუფლნენ ინფორმაციას".

საკრებულოს დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული - პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევა. ირაკლი აბესაძის თქმით, "ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი კრიმინალური მეთოდებით ხდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეთითხვნა". მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, განმარტოს, რა საფუძვლით იმყოფებოდნენ მათი თანამშრომლები მერიაში და რატომ მოქმედებდნენ უკანონოდ.

"დავით ნარმანიამ გააკეთოს განმარტება, ამ დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორი იყო თუ მისი სახელი გამოიყენეს ისე, რომ არც არაფერი უცნობებიათ. ხოლო პროკურატურამ გამოიძიოს აღიშნული დანაშაულებრივი ქმედება და ჩვენს მიერ დასახელებული პირები პასუხისგებაში მისცეს", - თქვა აბესაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის განცხადებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ აბესაძე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები