სამაშველო ღონისძიება

მაშველებმა საირმეში დაკარგული ცოტნე ჭანტურია გარდაცვლილი იპოვეს

შსს-ს ცნობით, მაშველებმა საირმეში დაკარგული 21 წლის ცოტნე ჭანტურია ხევში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები 31 ივლისს გაუჩინარებული ცოტნე ჭანტურიას მოსაძებნად ფართომასშტაბიან საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს აწარმოებდნენ.

კომენტარები