ილია მეორემ პრემიერ ღარიბაშვილს თეთრი ცხენი აჩუქა. პრემიერი ღარიბაშვილი დღეს, 5 აგვისტოს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოში იმყოფებოდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა პატრიარქთან ერთად მთელი დღე გაატარა. მათ ლარსის გამშვები პუნქტი დაათვალიერეს და დარიალის ხეობაში ახლადგახსნილი ეკლესია მოილოცეს. თავად კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს თეთრი ცხენი დაბადების დღეზე რამდენჯერმე აჩუქეს.
ერთ-ერთი ბოლო საჩუქარი პატრიარქისთვის, სუფთა ჯიშის ინგლისური ულაყი, სახელად ევანსი იყო, რომელიც პატრიარქმა 81 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიიღო.
პატრიარქი და პრემიერი