საქართველოს ელჩი ნიდერლანდებში

კონსტანტინე სურგულაძე ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩად ინიშნება

diaspora.gov.ge

დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება.

კონსტანტინე სურგულაძის კანდიდატურის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენის თაობაზე განკარგულება პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე გამოსცა.

კონსტანტინე სურგულაძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა, თუმცა მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად ის აღნიშნულ პოსტზე გელა დუმბაძემ ჩაანაცვლა.

კომენტარები